სომხეთმა უკრაინას პირველად გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ იუწყება „რადიო თავისუფლების“ სომხური ბიურო.
ჯერ უცნობია რა სახისა და რა რაოდენობის დახმარებაზეა საუბარი.
მედიის ცნობით, უკრაინისთვის ჰუმანიტრაული დახმარების შესახებ ერევანი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში განაცხადებს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობაში აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ადრე განაცხადა, რომ სომხეთი, უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის.