ოპოზიციონერმა დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განაცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება არალოგიკურია.
„იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ალოგიკურია, რადგან პრეზიდენტი მიდის არა მოსკოვში, არამედ ევროპულ ქვეყნებში. კონსტიტუციის 78-ე მუხლი სწორედ იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველაფერი უნდა გააკეთონ. იმპიჩმენტი ვერ დადგება, ახლა ხდება ყურადღების გადატანა, ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერება და კრემლისთვის იმის ჩვენება, რომ პრეზიდენტი ხელიდან გაექცათ. ხელისუფლება თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას, რადგან ქვეყანამ სტატუსი უნდა მიიღოს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.