პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შემდეგ დოკუმენტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„განვიხილეთ იმპიჩმენტის საკითხი. აქტუალურია ეს თემა და საზოგადოებასაც აინტერესებს გარკვეული დეტალები. ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც თავის მხრივ, შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შემდეგ ამ დოკუმენტებს წარვუდგენთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნისთვის“, – აღნიშნა მდინარაძემ.