„რუსულმა ოცნებამ“ და რუსმა ფეოდალმა ჩიგოგიძემ გადაწყვიტეს ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერი წაართვან ადგილობრივებს. ამოიღეთ ხმა, ნურაფრის ნუ გეშინიათ და ნუ ჩურჩულებთ, რომ რაღაცები არ მოგწონთ. არ ვართ ჩვენ ის ხალხი, რომ ამ რუსებმა და ლაჩრებმა შეგვაშინონ. თითოეულ თქვენგანთან ვიქნები, ვისაც დასჭირდება, ჩვენ ერთ გუნდად მოვალთ და დავიცავთ თითოეული თქვენგანის ინტერესს. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერში ბროშურების დარუგებისას განაცხადა.
მისი თქმით, ერთ გუნდად, ყველა მოქალაქის ინტერესებს დაიცავენ.
„რუსულმა ოცნებამ“ და რუსმა ფეოდალმა ჩიგოგიძემ გადაწყვიტა ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერი წაართვას ადგილობრივებს. გაკადნიერდნენ და ნოდარ დუმბაძის სახელი რომ ჰქვია სკვერს ამ სკვერში გადაწყვიტა ჩიგოგიძემ კიდევ დამატებით ჯიბეები გაისქელოს. გუშინ, ჩვენ ყველამ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებს როგორ დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ლაჩარი, ჩმორი ხალხი, რომელიც მიუვარდა რამდენიმე ადამიანს და მათ შორის ქალბატონებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ეს ჩმორები და ბანძები დღეს არიან დამალულები მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ვთქვით, ამ ფლაერებს, სადაც არის რუსი ჩიგოგიძე, ჩოხატაურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე აუცილებლად დავარიგებთ ჩოხატაურში, ამ სკვერში, სადაც ვდგავართ, რომელიც არის ნოდარ დუმბაძის სახელობის, აუცილებლად დავიცავთ და თუ მშენებლობას დაიწყებენ, ფიზიკურადაც მოგვიწევს ამის დაცვა. ყველამ კარგად უნდა იცოდეს და კიდევ ერთი მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, გურულებს, ყველას აბსოლუტურად - ჩემო მეგობრებო, ნურაფრის ნუ გეშინიათ, ამ ჩმორების და ამ ლაჩრების. სად არიან ახლა, გუშინ რომ კუნთებზე იყურებოდნენ, გადახედეთ აბა რამდენი ვართ ჩვენ და როგორ იმალებიან დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ვერც გაბედავენ და ვერც გამოჩნდებიან. თითოეულ მოქალაქეს მინდა ვუთხრა - არამარტო ჩვენს ადგილობრივ პარტიულ ლიდერებს, თითოეული თქვენგანის ინტერესს დავიცავ, ჩასასვლელი სადაც ვიქნები ყველგან ერთ გუნდად მოვალთ და დაგიცავთ თითოეულ თქვენგანს. ჩოხატაურელებს მოვუწოდებ, ამოიღეთ ხმა, ნურაფრის ნუ გეშინიათ და ნუ ჩურჩულებთ, რომ რაღაცები არ მოგწონთ. ხმამაღლა თქვით, ამ ბანძებს ნუ დააჩმორებინებთ თავს. არ ვართ ჩვენ ის ხალხი, რომ რუსებმა, ლაჩრებმა და მართლა ჩმორებმა შეგვაშინონ, ამოიღეთ ხმა, თითოეულ თქვენგანთან ვიქნები, ყველა რაიონში, ქალაქში, სოფელში, თითოეულ ოჯახში, ვისაც დასჭირდება, ჩვენ ერთ გუნდად მოვალთ და დავიცავთ თითოეული თქვენგანის ინტერესს,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.