საქართველოს პრემიერ-მინისტერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება. მისივე თქმით, იანვარ-ივლისში 7,2 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ინფლაციის შესამცირებლად მთავრობამ საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადადგა.
„მთავრობის დღის წესრიგში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, მინდა, რამდენიმე გამოვყო და ვაცნობო საზოგადოებას. მანამდე მინდა, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ერთგვარი მიმოხილვა გავაკეთო. მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება, იანვარ-ივლისში ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,2 პროცენტი. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ინფლაცია იყო გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენ ინფლაციის დასარეგულირებლად, დასაწევად საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და 0,9 პროცენტი არის ინფლაცია აგვისტოს თვეში, რაც ძალიან დიდი მიღწევაა, მაშინ, როდესაც გამოწვევად რჩება ჯერ კიდევ ევროპაში, ამერიკაში, განვითარებულ სამყაროში მაღალი ინფლაცია, მაღალი ფასები“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.