პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რატომ არ ესწრება მმართველი პარტია საერთაშორისო კონფერენციას „პუტინიზმის დამარცხება“.
პაპუაშვილის თქმით, კონფერენციაში მონაწილე ორგანიზაციების მხრიდან ეს არის ორმაგი სტანდარტი და ფარისევლური მიდგომა დემოკრატიის მიმართ.
„შარშანაც იყო ეს კონფერენცია და არ დავესწარით. მიზეზი არის მარტივი და ცხადი და საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ეს კონფერენცია იქცა პლატფორმად, სადაც ტრიბუნა ეძლევა რადიკალურ ძალებს, იმ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, რომლებიც უარყოფენ არჩევნებს. ისინი იქ არამხოლოდ სტუმრებად არიან დაპატიჟებულები, არამედ ეძლევათ ტრიბუნა, რომ საკუთარი რადიკალური დღისწესრიგი გააჟღერონ ასეთი სახით კონფერენციებში, ასევე, რა თქმა უნდა, მონაწილეები არიან ზოგი უცხოელი, რომელიც გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით, მაგალითად სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით და ა.შ. და თავისთავად ისეთი ადამიანებისთვის და პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომელთაც აქვთ რადიკალური დღისწესრიგი და აწარმოებენ დეზინფორმაციას, ტრიბუნის მიცემა არის მიუღებელი და ჩვენ ამის ლეგიტიმაციას ვერ მოვახდენთ“, - განაცხადა შალვა პაპაუაშვილმა.