"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლება პრეზიდენტის იმპიჩმენტით რუსეთის გულის მოგებას ცდილობს. მისივე თქმით, "ოცნება" ახლა ცდილობს, პუტინს აჩვენოს, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ ხელისუფლებას არ წარმოადგენს.
„ქართული ოცნება“ იფარებს კონსტიტუციას თითქოს დიდი სახელმწიფოებრიობის დამცველები არიან, სინამდვილეში, მათი მიზანი არის მედვედევის, პუტინის გულის მოგება. უთხრან, რომ ეს ქალბატონი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლებას, ეს არის გაქცეული, გაპარლი ჩვენგან სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს, რუსულ ჭაობში ჩაყვეს „ოცნებას“, - განაცხადა მანჯგალაძემ.