მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ რუსეთის ძალების მიერ ოდესის ოლქში საპორტო ინფრასტრუქტრის დაბომბვას ეხმიანება.
სანდუ აღნიშნავს, რომ მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ უხეშ თავდასხმას ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე.
„რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ინფრასტრუქტურის ყოველი ობიექტის განადგურებისთვის. ჩემი ფიქრები დაშავებულებთან არის. მოლდოვა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით“, - დაწერა სანდუმ ტვიტერში.
3 სექტემბრის ღამეს, რუსეთის ძალები შაჰედის ტიპის 25 დრონით ოდესის ოლქს თავს დაესხნენ.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 22 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. იერიშის შედეგად საპორტო ინფრასტრუქტურას ცეცხლი გაუჩნდა. დაშავდა ორი ადამიანი.