მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ბოლო თამაში ავსტრალიასთან 84:100 წააგო და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.
ავსტრალიელებმა ჯგუფში თავის უშუალო კონკურენტებთან შეხვედრები წააგეს და პლეი ოფში სლოვენია და გერმანია გავიდნენ. საქართველოსა და ავსტრალიას შორის დაპირისპირებას უნდა გამოევლინა გუნდი, რომელიც მესამე ადგილს დაიკავებდა.