პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაყენება სხვა არაფერი არ არის, თუ არა სტატუსის პროცესის საბოტაჟი და მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვის მცდელობა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია გადაფაროს სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები.
“ყოველთვის, როდესაც მინიმალური პოზიტიური შანსი ჩნდება, რომ საქართველომ შეიძლება მიიღოს კანდიდატის სტატუსი, “ქართული ოცნება” ყოველთვის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოახდინოს ამ პროცესის საბოტაჟი. იმპიჩმენტის დაყენება სხვა არაფერი არ არის, თუ არა სტატუსის პროცესის საბოტაჟი, საუბარი არის პრეზიდენტზე, რომელსაც არაერთი გადაწყვეტილებები უკეთებია 12 პუნქტიანი ვადების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, ამიტომაც ერთადერთი მიზანი ამას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ის, რომ საბოტაჟი მოახდინოს კანდიდატის სტატუსზე და გადაფაროს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც არის ქვეყანაში დააწუხებს საქართველოს მოქალაქეებს - სხვა სოციალური და ეკონომიკური საკითხები. მათ შორის გადაფაროს შოვის ტრაგედია და გვაყურებინოს პარლამენტში სპექტაკლს, რომელიც დაკავშირებული იქნება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან,” - განაცხადა ანა წითლიძემ.