უკრაინას აქვს შეთანხმება F-16-ის ტიპის დაახლოებით 50 გამანადგურებელზე. საერთო ჯამში ცის დასაცავად გვჭირდება 160-მდე ასეთი თვითმფრინავი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიურ ტელერახ RTP-თან ინტერვიუში განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
„დღეს ჩვენ გვქვს შეთანხმება 50-60 თვითმფრინავზე. სულ ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 160 გამანადგურებელი, რათა ეს იყოს მძლავრი საჰაერო ფლოტი, რომელიც რუსეთს ცაში დომინირების საშუალებას არ მისცემს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა მთავარია. პროცესი დაიწყოს. თუმცა ეს მოხდა "ცოტა გვიან", ვიდრე მას სურდა, რადგან უკრაინას ომის პირველივე დღეებიდან უნდოდა ცის დახურვა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ F-16-ები სჭირდებათ არა კონტრშეტევისთვის, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და მარცვლეულის დერეფნის დასაცავად.
უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ავიაგამანადგურებლები უკრაინის ცაში მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება.
„ჩვენ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, ვიბრძვით უკრაინული მიწისთვის, რუსეთის ფედერაციის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ. ავიგამანადგურებლები გვჭირდება ჩვენი მიწის, ზღვის, ცის დასაცავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.