უკრაინული მედია ქალაქ დნიპროში სამართალდამცველებსა და მოქალაქეს შორის კონფლიქტის შესახებ იტყობინება, რომლის დროსაც ჯუმბერ სილაგავა დაიღუპა.
ინციდენტი 29 აგვისტოს მოხდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს მანქანა Jaguar, რომელსაც 38 წლის ჯუმბერ სილაგავა მართავდა, თუმცა კამერების ჩანაწერში ჩანს, რომ გაჩერებული მანქანის მძღოლის სავარძელში ქალი ზის.
სამართალდამცველებთან საუბრის დროს სილაგავა საპატრულო პოლიციას არ ემორჩილება და სამართალდამცველ ქალს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც გასროლა მოჰყვა. გასროლის შედეგად სილაგავა სასიკვდილოდ დაიჭრა.
შემთხვევის დროს მანქანაში იმყოფებოდა მოკლულის ორი არასრულწლოვანი შვილიც. დაწყებულია გამოძიება. ინციდენტის მონაწილე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უფლებამოსილება შეუჩერდათ.