სალომე ზურაბიშვილი მიუხედავად იმისა, რომ მისი ბევრი ქმედება მიუღებელია, მიხეილ სააკაშვილს არ იწყალებს და არ იყენებს მთავარ ინსტრუმენტს რაც მას გააჩნია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის, ფაქტია, რომ მისი რიტორიკით ამ ბოლო დროს „რუსული ოცნება“, მედვედევი და საქართველოს სხვა მტრები მაინც უკმაყოფილოები არიან, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.
ის გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის დაგეგმილ ვიზიტებს დასავლელ პარტნიორებთან.
ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტების დაბლოკვის ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ყველა ინსტრუმენტს იყენებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟისთვის.
„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ „რუსული ოცნება“ აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტს იყენებს იმისთვის, რომ მოახდინოს საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის. მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მისი ბევრი საქციელი იყოს მიუღებელი, მისი რიტორიკაც და მათ შორის ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილს არ იწყალებს და არ იყენებს მთავარ ინსტრუმენტს რაც მას გააჩნია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის, ფაქტია რომ მისი რიტორიკით ამ ბოლო დროს „რუსული ოცნება“, მედვედევი და საქართველოს სხვა მტრები მაინც უკმაყოფილოები არიან. ზოგადად, ვიზიტიც კარგი იქნება რომ განახორციელოს ქალბატონმა სალომემ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი დაბრკოლება ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არიან არა ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებიც მაქსიმალურად მხარს გვიჭერენ, არამედ „რუსული ოცნების“ წარმომადგენლები, ანუ პრობლემა არის საქართველოში წარმოდგენილ კოლაბორაციონისტულ ხელისუფლებაში. შემხვედრი ნაბიჯები კი, რომელზეც შარლ მიშელი და სხვა დასავლელი პარტნიორები საუბრობენ, უნდა გადადგას სწორედ „ქართულმ ოცნებამ,“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.