ქალაქში ნაგვის შეგროვება და მისი გატანა მერიის პირდაპირი უფლებამოსილებაა. ამისთვის ვირჩევთ მერს და ვიხდით ნაგვის გატანის გადასახადს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელშ ი პარტია “მოქალაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი წერს.
„ქალაქში ნაგვის შეგროვება და მისი გატანა მერიის პირდაპირი უფლებამოსილებაა. ამისთვის ვირჩევთ მერს და ვიხდით ნაგვის გატანის გადასახადს. სანიაღვრე არხების ნაგვისგან გაწმენდაც მერიის უფლებამოსილებაა. უიმე, ეს ნაგავი საიდანაა - ამის თქმა მერის მიერ არის იდიოტობა! საიდან და რომ არ გაგაქვთ ნაგავი წესიერად და არ წმენდთ სანიაღვრეებს იქიდანაა. ახალაშემებული კორპუსების კანალიზაციის კოლექტორებს სანიაღვრეზე რომ აერთებთ და ამით დიდ ფულს ტეხავთ ცეხავიკი დეველოპერები და მერია ამაზე თვალს ხუჭავს იქიდანაცაა. წვიმაზე და უხვ ნალექზე ხელების შეწმენდა კიდე იდიოტობაა კვადრატში!“ - წერს ალეკო ელისაშვილი.