სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ტურნე ევროპის დედაქალაქებში საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ქართულმა ოცნებამ მას თანხმობა არ მისცა ამისთვის და მის ვიზიტებს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს და ღიად გმობს, - ამის შესახებ “მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ტურნე ევროპის დედაქალაქებში საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ქართულმა ოცნებამ მას თანხმობა არ მისცა ამისთვის და მის ვიზიტებს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს და ღიად გმობს.
ლოგიკის მიმართულებას გადავხედავდი იმათ ადგილას, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ოცნების ხელისუფლებას სტატუსი არ უნდა და მიზანმიმართულად მოქმედებს, რომ ის არ მივიღოთ.
ps რაში აწყობთ ქოცებს სტატუსზე უარი, საარჩევნოდ პრობლემები ექნებათ და ასე შემდეგ მოსაზრებები, არავალიდური არგუმენტია. მათ რა აწყობთ, არ აქვს მნიშვნელობა. გადაწყვეტილებები აქ არ მიიღება, მიიღება მოსკოვში და გაიცემა შესაბამისი დავალება.
რატომ უნდა აწყობდეს სტატუსზე უარი და ამით საკუთარი მარიონეტული ხელისუფლების რყევა მოსკოვს, ასევე არავალიდური არგუმენტია. მოსკოვს საქართველოს ხელისუფლებისგან სჭირდება ღია და მკაფიო აღიარება, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროა და არავითარი ევროინტეგრაცია არ იქნება. ამგვარ აღიარებებს მისთვის განსაკუთრებული ფასი დაედო უკრაინასთან მისი მარცხის კონტექსტში. ბოლო პერიოდში, კრემლის მიზნები და გადაწყვეტილებები გახდა მხოლოდ მოკლევადიანი, რადგან დაკარგული აქვს მომავლის ხედვა ომში მარცხის პერპექტივის გამო. პუტინის რეჟიმი ვეღარ ხედავს ვერ საკუთარ და ვერც რუსეთის მომავალს გრძელვადიან პერსპექტივაში, ამიტომაც დასავლეთის მიმართ მოქმედების ყველა მონაკვეთზე რუსეთის modus operandi გახდა ყველაფერის გაფუჭება პრინციპით "აქ და ახლა"., - წერს ნიკა გვარამია.