ევროპული ქვეყანა არ დარჩენილა, სადაც საგარეო გუნდს ინტენსიური კონსულტაციები არ ჰქონდა. პრეზიდენტმა 26 მაისს რა განცხადებითაც მიმართა ახალწვეულებს, ახლა მისი აქტივობები თვალთმაქცობას უფრო ჰგავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„სიტყვა ერთია და საქმე – მეორე. მისი ბოლოდროინდელი განცხადებები რაც მოვისმინეთ, სამწუხაროდ, მისი ადეკვატური შეფასება თვალთმაქცობაა. ფორმულა, რომ ხალხი და მთავრობა სხვადასხვა არიან და მთავრობა ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს, თუ ევროპულ დედაქალაქებში, მათ შორის ბრიუსელში ამ ფორმულით ჩადიხარ, ეს თვალთმაქცობაზე კიდევ უარესი შეიძლება, იყოს. თუ პრეზიდენტი ევროპაში რაიმე კონსტრუქციული პოზიციით ჩავა, მისასალმებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ბრიუსელის დერეფანში რადიკალური ოპოზიციიდან მორბენალ აქტივისგებს ვხედავთ, რომლებიც ყველას მოუწოდებენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ადამიანი ამბობს, რომ ხელისუფლება ხელს უშლის ევროინტეგრაციას მაშინ, როცა ხელისუფლება სწორედ ავანგარდში დგას ამ პროცესში.
„პრეზიდენტს საკმაოდ მძიმე განცხადებები ჰქონდა, მათ შორის 26 მაისს. ილაპარაკო ის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი სჭირდება და მეორე მხრივ თქვა, გვჭირდება, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა, ეს არის მესიჯი, რომ ყველა გაერთიანდეს ხელისუფლების შესაცვლელად სხვადასხვა მეთოდით. ეს არის დამაბნეველი მესიჯი და ევროკავშირში ცუდად მუშაობს, რადგან პრეზიდენტია და უსმენენ. ფაქტობრივი მონაცემებით, საქართველოს მნიშვნელობა არის საკმაოდ პოზიტიურად შეფასებული და იმედია, ხელისუფლების ძალისხმევით იქნება მიღწეული პოზიტიური შედეგები“, – განაცხადა ვოლსკიმ.