რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა, რომელიც ფედერაციის საბჭოს სხვა რამდენიმე წევრთან ერთად, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, წინ წაიწიონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისკენ
კარასინი, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ უკანონო აღიარების 15-წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
„რუსეთი სამხრეთ ოსეთს ყველანაირად უჭერდა მხარს და დაუჭერს სახელმწიფო მშენებლობაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებაში“, – განაცხადა კარასინმა.