უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მწვავედ გააკრიტიკა სანკტ-პეტერბურგში კათოლიკე ახალგაზრდობის მე-10 რუსულენოვანი დღის მონაწილეების წინაშე რომის პაპის ფრანცისკეს სიტყვით გამოსვლა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ რუსული იდეები, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს რუსეთის ქრონიკული აგრესიის მიზეზს, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად ისმის რომის პაპისგან“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ.
კიევის განცხადებით, ვატკანის მისიაა თვალი აუხილოს რუს ახალგაზრდებს რუსეთის ხელისუფლების დამანგრეველი კურსის მიმართ.
ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ „კრემლი ამართლებს ათასობით უკრაინელის, უკრაინელი ქალების მკვლელობას, ასობით უკრაინული ქალაქისა და სოფლის ნგრევას მსგავსი იმპერიალისტური პროპაგანდით.
„ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის იდეები, რომლებიც, ფაქტობრივად, რუსეთის ქრონიკული აგრესიის მიზეზია, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, ისმის პაპისგან, რომლის მისიაც სწორედ თვალების ახელაა რუსი ახალგაზრდობისთვის, რომლებმაც რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის კურსი უნდა დაამსხვრიონ“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
რომის პაპმა ფრანცისკემ რუსი ახალგაზრდებისადმი მიმართვისას განაცხადა:
„არასოდეს დაივიწყოთ მემკვიდრეობა. თქვენ ხართ დიდი რუსეთის შთამომავლები, წმინდანთა დიდი რუსეთის, მმართველების: პეტრე I-ის დიდი რუსეთის, ეკატერინე მეორის, იმ იმპერიის – დიდი, განათლებული, დიდი კულტურისა და დიდი ადამიანობის. არასოდეს თქვათ უარი ამ მემკვიდრეობაზე. თქვენ დიდი დედა რუსეთის შთამომავლები ხართ, ამით იარეთ წინ. და გმადლობთ, გმადლობთ თქვენი ყოფნისთვის, რუსებად ყოფნისთვის“.