აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინირების ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ვივეკ რამასვამიმ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლს აღიარებს და დაბლოკავს უკრაინას ნატო-ს გზაზე.
რამასვამიმ საგარეო პოლიტიკაზე თავისი შეხედულებები The American Conservative-ის მთავარ სტატიაში გამოაქვეყნა. „უარვყოფ დამხმარე იდიოტთა სისხლისმსმელ ლაპარაკს, რომლებიც ქადაგებენ უკრაინაში უშედეგო ომს, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს ჩვენს ორ დიდ მტერს. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი უკრაინაში, მით უფრო ცხადი ხდება, რომ ამ ომში გამარჯვებული მხოლოდ ერთია და ის ჩინეთია. მე წავიყვან ამერიკას მორალიზმიდან რეალიზმისკენ, გავიმეორებ ნიქსონის 1972 წლის ქმედებას: მე ჩავალ მოსკოვში 2025 წელს “, – წერს რამასვამი.
რამასვამი პირობას დებს, რომ უზრუნველყოფს მშვიდობას უკრაინაში იმ პირობებით, რომელიც პირველ ადგილზე დააყენებს შეერთებული შტატების ინტერესებს.„ამ მიზნით, მე ვაღიარებ რუსეთის კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დავპირდები, რომ დავბლოკავ უკრაინის კანდიდატურას ნატო-ში, სანაცვლოდ კი რუსეთი ჩინეთთან სამხედრო ალიანსიდან უნდა გავიდეს. მე გავაუქმებ სანქციებს და დავაბრუნებ რუსეთს მსოფლიო ბაზარზე. ამ გზით რუსეთს აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის გეგმების შეკავების სტრატეგიულ ფაქტორად ვაქცევ“, – ამბობს რამასვამი.
რამასვამი ამერიკელი ბიზნესმენი და პილიტიკოსია, ამასთან ბიოფარმაცევტული კომპანიის დამფუძნებელია. მან აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე პრეტენდენტობის პირველ ტურში გაიმარჯვა რესპუბლიკური პარტიიდან. დონალდ ტრამპი დებატებში არ მონაწილეობდა.