ამერიკის შეეთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 10 სექტემბერს ვიეტნამში ჩასვლას გეგმავს.
ჰანოიში ბაიდენი ქვეყნის ლიდერს ნგუენ ფუ ჩონგს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. თეთრი სახლის პრესსპიკერის კარინ ჟან-პიერის ინფორმაციით, ბაიდენი შეხვედრებზე განიხილავს შეერთებულ შტატებსა და ვიეტნამს შორის თანმშრომლობს შემდგომი გაღრმავების გზებს.
„ორი ქვეყნის ლდერი განიხილავს ვიეტნამის ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე ორიენტირებული ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის გზებს, ადამიანებს შორის კავშირების გაფართოების საკითხს საგანმანათლებლო გაცვლისა და სამუშაო ძალის განვითარების პროგრამების მეშვეობით, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საკითხებს, - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.