საქართველოს, სავარაუდოდ, მისცემენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ დაამატებენ უფრო მეტ პირობას, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს მთავარმა რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.
„არსებობს პირობები, რომელთა შესრულებაც რთულია და მათ შორის ერთ-ერთი პოლარიზაციაა. ისინი შეისწავლიან დეტალურად ყველაფერს. ჩემი აზრით, საქართველოს, სავარაუდოდ, მისცემენ [კანდიდატის სტატუსს,] მაგრამ დაამატებენ უფრო მეტ პირობას და პოტენციურად ერთ-ერთი შეიძლება იყოს საგარეო პოლიტიკასთან კავშირი. მაგალითად: ევროკავშირის სანქციებთან მიერთების დაწყება. ახლა არ მგონია, ყველა საქართველოზე ფიქრობდეს. ახლა უკრაინაა მთავარი. შემდეგი მოლდოვაა და მესამე მოდის საქართველო. როდესაც ველაპარაკები ჩემს წყაროებს, ისინი ამბობენ, რომ ქართველებს დიდად არ უნდათ ეს. იღებენ მინიშნებებს უკრაინისა და მოლდოვისგან, მაგრამ საქართველოსგან მიღებული განწყობა ორაზროვანია. ასე რომ ერთგულებაა ის, რის ნაკლებობასაც განიცდიან“, - განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა.
დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თქვა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლამდე ახალი წევრების მისაღებად.