ჩვენი პოზიციაა გაწევრიანებაზე დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან; ასევე, ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს საკითხიც დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ 2030 წლისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გაფართოებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის მომდევნო გრძელვადიანი ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს ჩვენს საერთო მიზნებს. ვიცი, ეს ამბიციურია, მაგრამ აუცილებელია. ეს მოწმობს იმას, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილი“, - განაცხადა მიშელმა.
მისი შეფასებით, დადგენილი ვადები რეფორმებისთვის ტრანსფორმაციული ბიძგი იქნება, გამოიწვევს ინტერესს და ინვესტიციებს.
„შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ... გაფართოება ოცნება აღარ არის. დროა წინ წავიდეთ. ბევრი სამუშაო უნდა შევასრულოთ, ეს რთული იქნება“, - განაცხადა მან.
მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერები გაფართოების საკითხს მომდევნო სამიტებზე განიხილვენ.