უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი არ გაჩერდება, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ყველამ უნდა გაიგოს, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, მაშინ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში ან მოლდოვაში. იმედია, მალე იქნება მეტი მხარდაჭერა, რათა უკრაინამ დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები და ჩვენ დავინახავთ ამ გიჟური ომის დასრულებას“, – განაცხადა სანდუმ.
სანდუმ აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთში არსებობს რეჟიმი, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს.
„არსებობს რუსული ჯარები, რომლებიც უკანონოდ არიან განლაგებული დნესტრისპირეთის რეგიონში. რუსეთის ხელისუფლება ასე ცდილობს მოლდოვის რესპუბლიკაზე ზემოქმედებას“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.