საბერძნეთში, მეხანძრეები ერთდროულად ათობით ხანძარს ებრძვიან, მათ შორის ხანძრის ერთი კერა უკვე მეათე დღეა მძვინვარებს.
სახანძრო სამსახურების ინფორმაციით, კვირას ქვეყნის მასშტაბით, 105 დიდი და მცირე ხანძრის კერა დაფიქსირდა, მათ შორის 46 ბოლო 24 საათში გაჩნდა. მათი უმეტესობა საწყის ეტაპზევე ჩააქრეს.
ყველაზე რთული მდგომარეობაა ევროსის რეგიონში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. რეგიონიდან მოსახლეობა კიდევ ორი დასახლებული პუნქტიდან გაიყვანეს, ერთ-ერთ დასახლებაში ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა, თუმცა მისი აღკვეთა დროულად მოხერხდა.
ხანძარი მძვინვარებს დადიის ტყეშიც, მეხანძრეები ცდილობენ,რომ ცეცხლი საავტომობილო გზაზე არ გადავიდეს და უფრო დიდი ტერიტორია არ მოიცვას.
რეგიონში დამატებითი სახანძრო ჯგუფებისა და საჰაერო სპეცტექნიკის გადასროლა იგეგმება.
ხანძარს ევროსში უკვე უწოდეს ყველაზე საზარელი ევროკავშირის ისტორიაში. ამ რაიონში 18 ადამიანი დაიღუპა, სავარაუდო არალეგალი მიგრანტები, რომლებიც თურქეთიდან გადავიდნენ.
ასევე დაკავებულია ათობით პირ, რომლებიც ხანძრის განზრახ გაჩენაში არიან ეჭვმიტანილები.