უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკვე დაწყებულია მძლავრი სექტემბრისთვის მომზადება.
„უკვე დავიწყეთ მომზდება მძლავრი სექტემბრისთვის, ჩვენი საერთაშორისო აქტიურობა არანაკლები იქნება.
ჩვენი თავდაცვა. ახალი თავდაცვითი პაკეტები უკრაინელი სამხედროებისთვის. არტილერია, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები, განაღმვის საშუალებები, ყველა პარტნიორი ინფორმირებულია ჩვენი საჭიროებების შესახებ, ველოდებით გადაწყვეტილებებს.
უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, უკვე მალე - მოლაპარაკების შემდეგი რაუნდები და უსაფრთხოების საერთო არქიტექტურასთან ახალი ქვეყნების შეერთება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მზადდება უკრაინის მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებებში, კერძოდ, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოება უცვლელი პრიორიტეტია, მისივე თქმით, კვირის განმავლობაში ამ საკითხებზე რამდენიმე შეხვედრა იგეგმება.