„ვაგნერის დამფუძნებლის“, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი გენეტიკური ექსპერტიზით დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC რუსეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ექსპერტიზის შედეგებმა დაადასტურა ათივე დაღუპულის ვინაობა, რომლებიც თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ.
რუსეთში, ტვერის ოლქში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი Embraer Legacy 23 აგვისტოს ჩამოვარდა.
ანალიტიკოსები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება რუსეთს უკავშირდება და ვაგნერის დამფუძნებლის მკვლელობა პუტინის შურისძიება იყო ივნისში ამბოხის გამო. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და მას "აბსოლუტურ სიცრუეს" უწოდებს.