დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს მიაჩნია, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის სავარაუდო მკვლელობა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მითითების გარეშე არ მოხდებოდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პუტინთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.
ამის შესახებ ბორის ჯონსონმა Daily Mail-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა.
“პუტინმა თავი განგსტერად წარმოაჩინა, მას აბსურდული სატელევიზიო „სამძიმარი“ გარდაცვლილ „ვაგნერელებს“ უბრალოდ „ნათლიას“ ფურცლებიდან აქვს აღებული... ამ მკვლელობით პუტინი ჩვენს თვალწინ გარდაიქმნება აზიელ დესპოტად, რომელიც კლავს თავის ყოფილ ფავორიტს, რათა აჩვენოს, ვინ არის აქ მთავარი, ტკბება თავისი დაუნდობლობით“, - წერს ჯონსონი.
მისი განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტის სწორედ ასეთი ღია სურვილი დაუპირისპირდეს აშშ-ს, ხელს უწყობს მის პოპულარობას დასავლეთისადმი სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებში.
„თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს იქნება კატასტროფა დემოკრატიისათვის მთელ მსოფლიოში. თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს გამართლება იქნება მათთვის, ვინც ამბობს, რომ დასავლეთის იმედი არ უნდა გქონდეს და რომ ის არ იქნებ თქვენს გვერდით და საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს“, - ამბოს ჯონსონი.
მისივე თქმით, უკრაინის მოკავშირეებმა არ უნდა იფიქრონ გამუდმებით პუტინის ბედზე, არამედ უნდა გააგრძელონ იმ ქვეყნის მხარდაჭერა, რომლის მიტაცებაც მან გადაწყვიტა.