აი, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, არ ვიცი, საერთოდ ქართულად ლაპარაკობს თუ არა, მაგრამ ის არის ფრანგი რაღაც იტალიური გადახრებით, რომელიც თავისი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, - ამის შესახებრუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა რუსულ ტელეარხ RT-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„აი, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, არ ვიცი, საერთოდ ქართულად ლაპარაკობს თუ არა, მაგრამ ის არის ფრანგი რაღაც იტალიური გადახრებით, რომელიც თავისი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მადლობა ღმერთს, ასეთი პოლიტიკოსები იქ პირველ როლს არ ასრულებენ. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის როლი საქართველოში დღეს, იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაა, მინიმალურია. ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა პრაგმატიზმი, რომ რეალობა აღიაროს, მათ შორის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტებად არსებობა და დაამყაროს მათთან ურთიერთობა“, – განაცხადა მედვედევმა.