საბერძნეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით 79 ადამიანი დააკავეს. იუწყება CNN.
საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენელი პაველ მარინაკისი აცახდებდა, რომ მსგავსი ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.
„თქვენ ჩაიდინეთ დანაშაული ქვეყნის წინააღმდეგ. არ გაპატიებთ. გიპოვით და პასუხისგებაში მიგცემთ“, - აღნიშნა მარინაკისმა.
უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთში ტყის ხანძრები, ყველაზე მასშტაბურია, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე ოდესმე დაფიქსირებულა. სტიქიამ უკვე 73 ათასი ჰექტარი მოიცვა.
საბერძნეთში ტყის ხანძრები ივლისის ბოლოდან მძვინვარებს. საგანგებო ვითარების გამო კუნძულ როდოსზე სასტუმროებმა მუშაობა შეწყვიტეს, გახდა საჭირო19 ათასი ტურისტის ევაკუაციაც.
ამ დროისათვის ცეცხლმა 8 500-ზე მეტი ჰექტარი მოიცვა. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში 18 დამწვარი ცხედარი იპოვეს.