რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, დასავლელი ლიდერების განცხადებები იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში კრემლის ბრძანებით დაიღუპა, „აბსოლუტური სიცრუეა“.
„ახლა დიდი სპეკულაციაა თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და თვითმფრინავის მგზავრების, მათ შორის ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის შესახებ. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია ცნობილი კუთხით არის წარმოდგენილი. ეს ყველაფერი აბსოლუტურად სიცრუეა და ამ საკითხის გაშუქებისას აუცილებელია ფაქტებზე დაყრდნობა. ფაქტების უმეტესობა ჯერ არ არის, ეს საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობისას უნდა დადგინდეს“, – აღნიშნა პესკოვმა.
რაც შეეხება პრიგოჟინის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ დადასტურებას, პესკოვმა განაცხადა, რომ როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, ყველა საჭირო ტესტი, მათ შორის გენეტიკური ტესტები, ახლა ტარდება და ოფიციალური შედეგები როგორც კი მზად იქნება, გამოქვეყნდება.