ევგენი პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო და სერიოზული შეცდომები ჰქონდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დაჯგუფება „ვაგნერის“ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მან მიუსამძირა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.
„პრიგოჟინს დიდი ხნის წინ ვიცნობდი, 90-იანი წლების დასაწყისიდან, ის იყო რთული ბედის ადამიანი და ცხოვრებაში სერიოზული შეცდომები ჰქონდა. ის აღწევდა იმ შედეგებს, რაც მას სჭირდებოდა - როგორც თავისთვის, ასევე, როცა მე ვთხოვდი, საერთო საქმისთვის, როგორც ამ ბოლო თვეებში. ის იყო ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ბიზნესმენი“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ასევე მადლობა გადაუხადა „ვაგნერის“ მებრძოლებს უკრაინის წინააღმდეგ ომში. „ამ ადამიანებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენს საერთო ბრძოლაში ნეონაცისტურ რეჟიმთან უკრაინაში“, - აღნიშნა პუტინმა. მან ასევე თვა, რომ არ დაივიწყებს ამის შესახებ.