რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანაგრძნობა გამოუცხადა დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს.
პუტინის თქმით, წინასწარი მონაცემების თანახმად, ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში „ვაგნერის“ წარმომადგენლები იმყოფებოდენენ.
პუტინმა აღნიშნა, რომ პრიგოჟინი რთული ბედის კაცი იყო, მაგრამ „იყო ნიჭიერი ბიზნესმენი“.