უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამმა ქვეყანამ ნიდერლანდებმა, დანიამ და ნორვეგიამ დაადასტურეს უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემისთვის მზადყოფნა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„სამი ქვეყანა, რომელიც დათანხმდა მომზადების შემდეგ უკრაინისთვის F16-ების გადაცემას, დანია, ნიდრელანდები, ნორვეგია. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ამ სამი სახელმწიფოსი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნორვეგიის მთავრობის მეთაურს უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებისთვის.
კითხვაზე, ხომ არ არის ცოტა იმ თვითმფრინავების რაოდენობა, რომელთა გადაცემაც უკრაინისთვის იგეგმება, ზელენსკიმ უპასუხა: „რთული იქნება რაოდენობაზე საუბარი. ვფიქრობ, უნდა ვიყოთ მადლობელი ნებისმიერი რაოდენობისთვის. საიდან მოიტანეთ, რომ იქნება ცოტა? ვნახოთ“.