სერგეი შამბა უფრო რადიკალური იყო მედვედევის განცხადების შეფასებაში, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„მინდა ყურადღება მივაქციოთ, რომ სერგეი შამბა, რომელიც არის არაღიარებული სეპარატისტული რესპუბლიკის წარმომადგენელი, უფრო რადიკალური იყო მედვედევის განცხადების შეფასებაში, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება. მან თქვა, რომ არც კი განიხილება რუსეთთან შეერთების საკითხი და დაგმო მედვედევის განცხადება. ჩვენ არ გვინახავს დაგმობა საქართველოს ხელისუფლებისგან.
გურამ მაჭარაშვილზე უფრო რაციონალური და კრიტიკული განცხადება ჰქონდა კონსტანტინე ზატულინს, ამის მერე რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ? მედვედევი ზატულინმა უფრო გააკრიტიკა, ვიდრე "ქართული ოცნების" სპიკერებმა. არანაირი თავისუფლების მომტანი, კონსტიტუციის დამცველი ეს ხელისუფლება არ არის, მათი მთავარი ამოცანაა ხელისუფლების შენარჩუნება ხალხის ძარცვისთვის, ამისთვის მზად არიან სული მიყიდონ ეშმაკს და ეს ლუციფერი არის რუსეთი. სკამის გამო ყველაფერზე ხელის მომწერები არიან. ქვეყნის მოქალაქეების 90 პროცენტს, რომელსაც ევროინტეგრაცია უნდა, არ უნდა რუსული ჩექმა მისი და მისი შვილების კისერზე. არ უნდა ავირჩიოთ და ხმა არ უნდა მივცეთ მარიონეტულ რეჟიმს,"- განაცხადა მანჯგალაძემ.