კერძო სამხედრო კომპანია „ვანგერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და მისი მარჯვენა ხელი დმიტრი უტკინი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ. ამის შესახებ ტელერახი „ცარიგრადი“ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. იუწყება BBC.
ტელერახის მტკიცებით, წინასწარი ინფორმაციით, მათი ცხედრები ამოცნობილია, თუმცა მათ გენეტიკური ექსპერტიზა მაინც ჩაუტარდებათ.
მანამდე „ვაგნერთან“ დაკავშირებულმა ტელერახმა Grey Zone-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა.
ოფიციალურად აღნიშნული ცნობები ჯერ დადასტურებული არ არის.