აშშ-ში მომავალმა არჩევნებმა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნების შედეგების მიუხედვად, დახმარება შეერთებული შტატებიდან არ შემცირდეს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზლენსკიმ კიევში ყირიმის პლატფორმის სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, თქვენ ძალიან რთული წელი გელოდებათ. ელექტრონული შეჯიბრის წელი, არჩევნების წელი. ეს რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს უკრაინის მხარდაჭერაზე, რა თქმა უნდა, შესაძლოა, გაელენა მოახდინოს, როგორც დადებითად, ისე უარყოფითად.
ჩვენი მხრიდან ყველაფრს გავაკეთებთ, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა არ შემცირდეს. ჩვენ დავუთმობთ ჩვენს დროს, ენერგიას, რათა მუდმივად ვიმუშაოთ აშშ-სთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.