საბურავები ავტომობილის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი დეტალია. დამუხრუჭებისას, მოხვევისა თუ დაძვრისას, ყველაზე დიდი დატვირთა სწორედ საბურავებზე მოდის. შესაბამისად, საბურავების არჩევამდე მნიშვნელოვანია საჭირო მახასიათებლების გათვალისწინება. მაღალი ხარისხის მასალა, კლიმატი, სავალი ზედაპირი, სეზონი და სხვა.
„თეგეტა მოტორისის“ ონლაინ შოპში წარმოდგენილია 60-მდე სხვადასხვა ბრენდის საბურავი ნებისმიერი ავტომობილისთვის. ონლაინ მაღაზია დაკომპლექტებულია საბურავების მწარმოებელი ძალიან ცნობილი ბრენდების პროდუქციით. თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხით გამორჩევა. საბურავების მაღაზია მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: bridgestone, continental, pirelli, yokohama, petlas და სხვა. საბურავების ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, თეგეტა ხშირად სთავაზობს მომხმარებელს ფასდაკლებებსა და აქციებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახალი საბურავები შეძენამდე მნიშვნელოვან დაკვირვებას მოითხოვს. არსებობს სამი ძირითადი ტიპის საბურავი: ზაფხულის, ზამთრისა და ყველა სეზონის. მაგალითად ზაფხულის საბურავი იდეალურია ცხელი კლიმატის, წვიმიან ან სველ ზედაპირზე თავისუფლად გადასაადგილებლად, აქვს კარგი მოჭიდება და უკეთ რეაგირებს მოხვევისას. ამასთან ერთად, უფრო სწრაფი და ამტანია. მისი პროტექტორის ზედაპირი ისეა ფორმირებული, რომ წყლის წვეთებს გარეთ გამოდევნის და გამორიცხავს ჰიდროპლანირებას. თუმცა, თუ ტემპერატურა +7 გრადუსს ჩამოცდა, ასეთ დროს ზამთრის საბურავების შეძენის საჭიროება ჩნდება. ეს თავის მხრივ უკეთეს შესაძლებლობებს გვთავაზობს ამინდის ისეთი ცვლილებების დროს, როგორებიცაა: თოვლი, თოვლ-ჭყაპი, ყინვა და სხვა.
საბურავების მწარმოებელ იაპონურ ბრენდს bridgestone-სა და „თეგეტა მოტორს“ 25 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. ბრიჯსტოუნის იაპონური საბურავები უმაღლესი სტანდარტით, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება. გამძლეობა და მდგრადობა, საწვავის ეკონომია, უსაფრთხო გადადგილება და რთულ გარემოში ეფექტური მუშაობა, სწორედ ასე ხასიათდება გამორჩეული ბრენდი ბრიჯსტოუნი.
pirelli-ს საბურავები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია ბაზარზე. ბრენდი 1872 წელს იტალიაში, კერძოდ მილანში დაარსდა და დღემდე უახლესი ტექნოლოგიით და ინოვაციური მიდგომებით შექმნილი პროდუქციითა ცნობილი. უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებელი, მოხერხებული მართვა გზის ნებისმიერ ზედაპირზე, სტაბილურობა და გამძლეობა. ამ ყველაფერს ბრენდი ნამდვილად აერთიანებს.
continental-ის გერმანული საბურავები საიმედოობისა და გამძლეობის გამო მყარი რეპუტაციით სარგებლობს. მაღალეფექტური და ინოვაციური პროდუქტის წარმოება Continental-ის მთავარი პრიორიტეტია. ბრენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლოიალური მომხმარებელი. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად უზრუნველყოფს ხარისხის მდგრადობას.
petlas-ის ბრენდი 1976 წლიდან თურქეთის ბაზაზე აქტიურად აწარმოებს საბურავებს. ფართო ასორტიმენტი, ეკოლოგიური ხაზი, გამძლე და საიმედო პროდუქცია, სწორედ ამითაა გამორჩეული PETLAS-ის საბურავები.
yokohama-ს იაპონური საბურავები არაერთი უპირატესობით გამოირჩევა. მომსახურების ხანგრძლივი ვადა, უსაფრთხო მართვა ამინდისა და გზის ზედაპირის ხარისხის მიუხედავად, უნაკლო მამოძრავებელი თვისებები და სხვა.
ყველა ზემო აღნიშნული ბრენდის საბურავების შეძენას „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში უსასრულო გარანტიით შეძლებ. უსასრულო გარანტიის პირობებს დეტალურად თეგეტას ვებ-გვერდზე გაეცნობი.
როგორც უკვე შეიტყვე, თეგეტას ონლაინ შოურუმში სასურველი საბურავის შეძენას ძალიან მარტივად შეძლებ. ამასთან, ონლაინ შოპინგისას მინიმუმ 100 ლარიან შენაძენზე შეძლებ ისარგებლო განვადების მოქნილი პირობებით.
უფრო მეტი დეტალის გასაცნობად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://shop.tegetamotors.ge/
ან დაგვირეკეთ ნომერზე: 032 226 44 44