საქართველოსთვის, უმდიდრესი კულტურის, ქვეყნისთვის რომელიც ათასობით ძაფით არის დაკავშირებული რუსეთთან, რუსოფობია ნონსენსია, სიმახინჯეა, მძიმე დაავადებაა, საბედნიეროდ, ის სრულად განკურნებადია - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი მედვედევი რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
„ერთ დროს მიხეილ სააკაშვილი გახდა აშშ-ის პირველი მარიონეტული ლიდერი კავკასიაში, რომელსაც ერთადერთი მისია ჰქონდა - გაეღვივებინა საქართველოს მოსახლეობის სიძულვილი რუსეთის მიმართ, მოერყია რუსეთის პოზიციები სამხრეთ კავკასიაში, გაენადგურებინა ორი ხალხის მეგობრობა.
ეს უცნაური არსება მთელი ძალით აახლოებდა ომს. თავს წარმოიდგენდა „ძველი აღთქმის მწყემს დავითად“, ამასთან, აკეთებდა ყველაფერს, რომ ქართველებს დაევიწყებინათ საერთო ისტორია, გაეწყვიტათ რუსეთთან კავშირები, შეეძულებინათ უახლოესი მეზობლები - რუსები, ოსები, აფხაზები და მათი სიკვდილი ენატრათ.
საქართველოში რუსოფობების ბოლო გამოსვლები აჩვენებს, რომ ეს პუბლიკა კვლავ რევანშზე ფიქრობს.
მიუხედავად იმისა, რომ ის მუდმივად ეჯახება თანამოქალაქეებს, რომლებიც არ აპირებენ რუსეთის სიძულვილის აყვანას ეროვნული იდეის ხარისხში და საკმაოდ თბილად არიან განწყობილი ჩვენი მოქალაქეების მიმართ.
ეს უკვე ცხადია, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის გაცილებით კომფორტულია იცხოვროს ჩვენს სახელმწიფოსთან ერთად. რუსეთი მეზობლადაა, ამერიკა - ოკეანის გაღმა. საქართველოსთვის, უმდიდრესი კულტურის ქვეყნისთვის, რომელიც ათასობით ძაფით არის დაკავშირებული რუსეთთან, რუსოფობია ნონსენსია, სიმახინჯეა, მძიმე დაავადებაა, საბედნიეროდ, ის სრულად განკურნებადია“, - ამბობს მედვედევი.