ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნებს Wikileaks- ის წარმომადგენელიც აკვირდება.
"ინტერფაქსისი" ინფომაციით, მინსკში უკვე იმყოფება Wikileaks-ის ერთადერთი რუსულ ენოვანი წარმომადგენელი ისრაელ შამირი, რომელიც წამოშობით სწორედ ბელორუსიდან არის.
"ძნელია ევროპაში იპოვო მეორე ისეთი ქვეყანა, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მუდმივად ასეთ აღშფოთებას იწვევდეს", - აღნიშნა მან.
შეგახსნებთ, რომ Wikileaks -ს ბოლო დროს ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც საიტმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო, დიპლომატიური წერილები გამოაქვეყნა.