უკრაინა განაგრძობს მიწების გათავისუფლებას მეთოდურად და სისტემურად, - ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა. იუწყება Sky News
სალივანმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები წარმატებებს აღწევენ სამხრეთით, რუსეთის თავდასხმების მიუხედავად.
„ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში მკაფიოდ ვამბობდით, რომ ბრძოლის ველი ძალიან დინამიურია. ორივე მხარე უტევს და თავს იცავს ძალიან დაძაბული და გრძელი ფრონტის ხაზის გასწვრივ“, - აღნიშნა სალივანმა.
მანამდე ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ თუ უკრაინა კონტრშტევის დროს უახლოეს ხანებში არ მიაღწევს სერიოზულ წარმატებებს, რუსეთთან ომი შესაძლოა ჩიხში შევიდეს. ამის გარდა იუწყებოდნენ, რომ რუსულ მხარეს ხელს აძლევს ომის გაჭიანურება, რადგან ის იმედოვნებს, რომ საბრძოლო მოქმედებების გამო დასავლეთი „დაიღლება“ და დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინის დახმარება შემცირდება.