უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებში ვიზიტები შეაჯამა და აღნიშნა, რომ უკრაინაში ახალი შეთანხმებებით ბრუნდება.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„მოკლე ანგარიში ამ დღეებში ჩვენი აქტივობის შესახებ. ოთხი ვიზიტი: შვედეთი, ნიდერლანდები, დანია, საბერძნეთი. უკრაინა-ბალკანეთის სამიტი. მოლაპარაკებები სამიტის ფარგლებში ბულგარეთთან, სერბეთთან, ხორვატიასთან, მონტე-ნეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მოლდოვასთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან. სახლში ვბრუნდებით ახალი პოლიტიკური მხარდაჭერით, ახალი შეთანხმებებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ყველა აღნიშნულმა ქვეყანამ დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. გარდა ამისა, ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მიიღებს ვითმფრინავებს, დამატებით ჯავშანტექნიკას და გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას.
„ეკონომიკა, ჩვენი ექსპორტი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ფაქტობრივად ყველა შეხვედრაზე ვილაპარაკეთ შავი ზღვის გავლით ექსპორტის მარშრუტების, ასევე სახმელეთო „სოლიდარობის დერეფნების“ დაცვაზე. შედგა ძალინ მნიშვნელოვანი შეთანხმება საბერძნეთთან, რომლისთვისაც განსაკუთრებით მადლიერი ვარ პრემიერის, - ეს არის საბერძნეთის მზადყოფნა პატრონაჟი გაუწიოს ჩვენი ოდესის აღდგენას“, - თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ლუქსემბურგს, რომელიც შეურთდა „შვიდეულის ჯგუფს“ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.
„ამ დღეების საერთო შედეგი - უკრაინა უფრო გაძლიერდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.