გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანალენა ბერბოკს მიაჩნია, რომ მოსკოვზე დრონებით გახშირებული თავდასხმები, რომელშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს, ლეგიტიმურია.
ამის შესახებ „ევროპეისკა პრავდა“ Tagesschau-ზე დაყრდნობით იუწყება.
„რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და უკრაინა თავს იცავს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, - განაცხადა ბერბოკმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, მარგუს ცაჰკნასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ესტონეთის მინისტრმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ რუსეთს აკისრია პასუხისმგებლობა უკრაინში მიმდინარე მოვლენებზე.
ამასთან, ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უპირველესად საჭიროებენ აჭღურვილობას კონტრშეტევის ფარგლებში რუსების მიერ დანაღმული ველების გადასალახად.
„არსებობს უზამაზრი დანაღმული ველები. განსაკუთრებით, უკრაინის აღმოსავლეთით, რომელიც მოცულობით დასავლეთ გერმანიას უტოლდება, - განაცხად ბერბოკმა.
“ჩვენ ვმუშაობთ ამაზე დაჩქარებულად“, - დასძინა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.