საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც რამდენიმე დღეა, ტყის ხანძარი მძვინვარებს, 18 დამწვარი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
ამასთან, ბერძნული მედიის ცნობით, დაღუპულები მიგრანტები არიან. ცხედრები სოფელ ავანტასის სამხრეთით აღმოაჩინეს.
საბერძნეთში უკვე რამდენიმე დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვიან. ცეცხლი უახლოვდება ქალაქ ალექსანდროპოლისს. სტიქიის გამო, ქალაქის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო. მათ შორის არიან ბავშვები და ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტები.