უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები ბრძოლით შევიდნენ ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. რუსი ოკუპანტები სოფელს არტილერიიდან ბომბავენ.
„47-ე ბრიგადის სამხედროებმა, რომლებიც ბრძოლით შევიდნენ სოფელ რობოტინოში, ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი მცხოვრებლების ევაკუაციას „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებით. ჩვენი მებრძოლები ასრულებენ გეგმურ საბრძოლო სამუშაოს და ანადგურებენ მტერს. პასუხად, რუსები განუწყვეტლივ ისვრიან რობოტინოს მიმართულებით არტილერიიდან. შეტაკებები გრძელდება“, – აღნიშნა მალიარმა.
47-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადა „მაგურას“ ჯარისკაცებმაც ასევე გამოაქვეყნეს მოსახლეობის ევაკუაციის ამსახველი ვიდეო.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ ორთვიანი სასტიკი ბრძოლების შემდეგ მათ შეძლეს ოკუპანტების მრავალშრიანი თავდაცვის ხაზის გარღვევა.