უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში ჩავიდა, სადაც რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
„ვაგრძელებთ ვიზიტს საბერძნეთში. უკვე ჩავედით. გვექნება შეხვედრა საბერძნეთის პრეზიდენტთან კატერინა საკელაროპულუსთან, ძირითადი მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მოციტაკისთან და საბერძენთის დელეგაციასთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შეხვედრებზე განიხილავენ ყველაფერს, რაც დაეხმარებათ ადამიანთა სიცოცხლისა და საერთო ევროპული სახლის თავისუფლების დაცავში.
ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს უკრაინა-ბალკანეთის სამიტში, სადაც საუბარი იქნება ევროატლანიტიკურ ინტეგრაციაზე, თავდაცვით თანამშრომლობასა და უსაფრთხოებაზე.