უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, თუ რატომ არ დაიწყო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უფრო ადრე მძლავრი კონტრშეტევა. მისი თქმით, უკრაინელ სამხედროებს არ ჰქონდათ სათანადო შეიარაღება კონტრშეტევის დასაწყებად.
„თუ თქვენ გაქვთ ჯავშანტექნიკის, ტანკების დეფიტი, მაშინ ბევრ ადამიანს დაკარგავთ... თქვენ გაივლით, ერთ, ორ, სამ ან ხუთ კილომეტრს, მაგრამ დაკარგავთ ათასობით ადამიანს. ისინი უბრალოდ დაიღუპებიან, თქვენ კი ვერ მიაღწევთ იმ მიზანს, რომელიც დაისახეთ. ეს არის ჩვენი ტერიტორიების სრული დეოკუპაცია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პესკონფერენციაზე.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ელოდება მომენტს, როდესაც კონტრშეტევისთვის მძლავრ შეიარაღებას მიიღებდა. ხოლო ვიდრე უკრაინას დახამრებას ელოდებოდა, ოკუპანტები ტერიტორიებს ნაღმავდნენ და სიმაგრეებს აგებდნენ.
„მათ ჯერ კიდევ 8 წლის წინ ააგეს უამრავი სიმაგრე... 2055-2016 წლებში... ისინი ამას აკეთებდნენ დონბასში მისი ოკუპაციის შემდეგ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან აღნიშნა, რომ ვერ დაიწყებს პარტნიორების კრიტიკას, რადგან უკრაინამ მათგან დახმარება მაინც მიიღო.