რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ უკვე გამოიყენა 6 500-მეტი რაკეტა და 3 500-ზე მეტი დრონი.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების სამეფოს პერმიერ-მინისტრ მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გასული წლის 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრა დაიწყო, აგრესორმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე 6 500-ზე მეტი რაკეტა და 3 500-ზე მეტი დრონი გამოიყენა, მათ შორის ირანული „შაჰედის“ დრონები“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რაკეტებისა და დრონების აბსოლუტური უმეტესობა გამოყენებულია სამოქალაქო და არა სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით ჩერნიგოვის ცენტრს გუშინ, დაახლოებით 11:30 საათზე დაარტყა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა შვიდი და დაშავდა 148 ადამიანი. დარტყმა დრამატულ თეატრზე განხორციელდა, სადაც დრონების მწარმოებელთა და აეროდაზვერვის სასწავლებლების წარმომადგენელთა შეკრება იმართებოდა.