გერმანიიდან მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში დეპორტირებულია 7 861 ადამიანი, რაც 27%-ით აჭარბებს წინა წლის მონაცემებს. მათგან ყველაზე ხშირად დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები არიან.
Deutsche Welle-ს ცნობით, გერმანიის შს სამინისტროს მონაცემებით, კერძოდ, ქვეყნის დატოვება იანავარი-ივნისის პერიოდში 7 681 ადამიანს მოუწია, დეპოტირებულთა შორის 1664 ქალი იყო, 1375 კი – ბავშვი.
სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი დეპორტირებული მიგრანტი დაბრუნდა სამშობლოში, კერძოდ, საქართველოში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ალბანეთში, მოლდოვასა და სერბეთში.
გერმანიის შსს-ს თქმით, გაზრდილია იმ მიგრანტთა რაოდენობაც, რომლებმაც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვეს.