აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეხმიანება ჩერნიგოვის ცენტრზე რუსეთის სარაკეტო იერიშს, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო148 დაშავდა.
ბლინკენი გმობს რუსეთის მორიგ საზარელ სარაკეტიო იერიშს ჩერნიგოვის უდანაშულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ მორიგ საზარელ სარაკეტო თავდასხმას ჩერნიგოვში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ ვგლოვობთ ამ ტრაგიკულ დანაკარგს, ჩვენი გული დაღუპულთა ოჯახებთანაა. აშშ ყოველთვის იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთმა ახლავე უნდა დაასრულოს თავისი სასტიკი ომი“, – წერს ბლინკენი Twitter-ში.