მოსკოვში, არასანქცირებულ აქციაზე მილიციამ 1200-მდე აქციის მონაწილე დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, შაბათს, 09:00 საათიდან 21:00 საათამდე მილიციელებმა არასანქცირებული აქციაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს ევროპის მოედანზე, საერთაშორისო მოედანზე, ტელეცენტრ "ოსტანკინოს" და მოსკოვის მეტროსადგურებთან 1192 ადამიანი დააკავეს.
დაკავებულთაგან 11 ტრამვული პისტოლეტი, ორი გაფორმებული პისტოლეტი, ორი საჰაერო პისტოლეტი, 21 დანა, საცეცხლე და საკვამლე ნაღმები ამოიღეს.